პრეზიდენტი ენ-დი-აის და აი-არ-აის შეხვდა

30 სექტემბერი 2021, 20:37 963 ნახვა

არჩევნებამდე 2 დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი ენ-დი-აის და აი-არ-აის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან.

შეხვედრებისას საუბარი შეეხო ადგილობრივ არჩევნებს, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ აქტორების შორის არსებულ პოლარიზაციას და მის შესამცირებლად სამოქალაქო საზოგადოების როლს, არჩევნებში ქალების ჩართულობას და მათი გააქტიურების მნიშვნელობას. დღესვე პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარესაც შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია  იმ სიახლეების შესახებ, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი