ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

30 სექტემბერი 2021, 13:01 1624 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს, ვილი სანიოლმა მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

გუნდი 4 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება.

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ კაშია საბერძნეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლის და ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოსოვოს წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

9 ოქტომბერი, ბათუმი | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
საქართველო - საბერძნეთი 20:00

12 ოქტომბერი, პრიშტინა | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
კოსოვო - საქართველო 22:45

ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში