ეროვნული ლიგის გასული 3 წრის სრული სტატისტიკური მონაცემები

30 სექტემბერი 2021, 11:10 2131 ნახვა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა და 27 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილს 57 ქულით ბათუმის ''დინამო'' ლიდერობს. 5 ქულით ნაკლები აქვს თბილისის ''დინამო'', ხოლო 46 ქულით ''საბურთალო'' მესამე ადგილს იკავებს.

წარმოგიდგენთ ეროვნული ჩემპიონატის გასული 3 სათამაშო წრის სრულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს.

• ჩატარებული 27 ტურის 135 შეხვედრაში 336 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ მატჩში 2,48 გოლია.

  • ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი 10 გოლი ბათუმის ''დინამოსა'' და თბილისის ''ლოკომოტივის'' მატჩში გავიდა. ''დინამომ'' ის შეხვედრა 7-3 მოიგო.

• დიდი სხვაობით გამარჯვება ყველაზე დიდი 7 ბურთიანი სხვაობით ბათუმის ''დინამომ'' მოიგო. შავიზღვისპირულ დერბში ''დინამომ'' ქობულეთის შუქურა 8-1 დაამარცხა.

• ბომბარდიერები ზორან მარუშიჩი - ''დინამო'' თბილისი - 13 გოლი გიორგი ფანცულაია - ''დინამო'' ბათუმი - 12 გოლი ჯაბა ჯირაური - ''დინამო' ბათუმი - 11 გოლი.

• საგოლე გადაცემები ზორან მარუშიჩი - ''დინამო'' თბილისი - 7 საგოლე მილან რადინი - ''დინამო'' თბილისი - 6 საგოლე ბექა დარციმელია - ''საბურთალო '' - 6 საგოლე გადაცემა.

  • მშრალად შენახული მატჩები ლაზარე კუპატაძე - ''დინამო'' ბათუმი - 12 მშრალი მატჩი ოთო გოშაძე '' საბურთალი'' - 12 მშრალი მატჩი ლუკა გუგეშაშვილი - დილა'' - 9 მშრალი მატჩი.

• ყველაზე მეტი გატანილი გოლი (კლუბები) ''დინამო'' ბათუმი - 56 გოლი ''დინამო'' თბილისი - 45 გოლი თბილისის ''ლოკომოტივი'' - 45 გოლი.

• ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლი (კლუბები) ''დინამო'' ბათუმი - 22 გაშვებული გოლი ''დინამო'' თბილისი - 22 გაშვებული გოლი გორის ''დილა'' - 25 გაშვებული გოლი.

  • ყველაზე დიდი წაუგებელი სერია ეროვნულ ლიგის ამ სეზონში ყველაზე დიდი 12 მატჩიანი წაუგებელი სერია ბათუმის ''დინამოს'' ჰქონდა. ბოლოს ჩემპიონატში გეგუჩაძის გუნდმა ლოკომოტივთან'' 23 მაისს წააგო. საშინაო შეხვედრა კი მინდინარე წელს არ წაუგია.

• სწრაფი გოლი სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი წყალტუბოს ''სამგურალის'' ფეხბურთელმა ირაკლი ლექვთაძემ გაიტანა. ლექვთაძემ თბილისის ''დინამოს' 45-ე წამზე გაუტანა.

• ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩი 3 გოლის გატანა შეძლო ''საბურთალოს'' მოლდოველმა ლეგიონერმა დმიტრი მანდრიჩენკომ. მანდრიჩენკოს 3 გოლით ''საბურთალომ'' 3-2 ''სამტრედია'' დაამარცხა.

  • ყველაზე მეტი გაფრთხილება გიორგი რეხვიაშვილი ''შუქურა'' 7 ყვითელი და 2 წითელი ბარათი ლუქმან გილმორი ''სამგურალი'' 6 ყვითელი და 2 წითელი ბარათი ნიკა მალი ''საბურთალო'' 9 ყვითელი და 1 წითელი ბარათი.

• ლიგის ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ''დინამო'' ბათუმი - 5,6 მილიონი ევრო ''დინამო'' თბილისი - 4,96 მილიონი ევრო თბილისის ''ლოკომოტივი'' - 4,08 მილიონი.

ეროვნული ლიგის დასკვნითი 4 წრის თამაშები 3 ოქტომბერს დაიწყება.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში