30 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 85 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ყველაზე მეტი 571 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 18 969 საიდანაც: 4 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 400. მძიმე პაციენტია 124, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 22 პირი.
734 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 383 - თბილისში, 195 - აჭარაში. 14 012 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 9.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 583 ადამიანი.