საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამო" გასვლაზე გორის "დილას" ესტუმრა და ფრედ 2:2 ეთამაშა.
27 თამაშის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს 57 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. შავიზღვისპირელები დედაქალაქურ "დინამოს" ისევ 5 ქულით უსწრებენ.
თბილისის დინამომ "ლოკომოტივთან" ასევე ფრედ 2:2 ითამაშა.
28-ე ტურში ბათუმის "დინამო" 3 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე ქუთაისის ‘’ტორპედოს’’ მიიღებს. შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე