ავსტრიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
„პირველი ოქტომბრიდან, ავსტრიის რესპუბლიკის ყველა ფედერალურ მიწაზე ძალაში შედის შემდეგი რეგულაციები: დაწესებულებებში, სადაც საჭიროა 3G წესის დაცვა ანტიგენის ტესტით შესვლა აღარ იქნება შესაძლებელი. ასეთ დაწესებულებებში დაიშვებიან მხოლოდ პირები რომლებსაც აქვთ გაკეთებული პისიარ ტესტი (ბოლო 48 საათში), არიან აცრილები, ან გადატანილი აქვთ კოვიდი;
ღამის გასტრონომიით (იგულისხმება ბარები და კლუბები) სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ვაქცინირებული, ან ვირუს-გადატანილი პირები; არ დაიშვებიან არც ანტიგენით და არც პისიარით დატესტილი პირები;ღოინისძიებებზე, რომლებსაც ესწრება 500 ან მეტი ადამიანი, დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებული, ან ვირუსგადატანილი პირები; არ დაიშვებიან არც ანტიგენით და არც პისიარით დატესტილი პირები;
6-დან 12 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის, პისიარ ტესტის (ე.წ. Corona Testpass-ის) კვირაში ერთხელ გაკეთება საკმარისია სკოლაში შესასვლელად; სკოლის გარეთ აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის პირებისთვის რეგულაცია უცვლელი რჩება (პისიარ ტესტი მოქმედებს 48 საათი)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.