ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა - არსებული ინფორმაციით დაიღუპა ორი ადამიანი

29 სექტემბერი 2021, 00:58 31061 ნახვა

ბათუმში, ბარცხანის ხიდთან, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვეპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში ოთხი პირი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი დაშავებული კი სასწაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

აჭარის მაუწყებელი ცდილობს დეტალების გარკვევას, დამატებით ინფორმაციას კი მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი