მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ, კონკურენტულ პირობებში ჩატარებას - პრემიერი

28 სექტემბერი 2021, 11:55 766 ნახვა

სახელმწიფო და მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ, კონკურენტულ პირობებში ჩატარებას-ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მთავარი ამბიციაა, რომ ერთ-ერთი სამაგალითო იყოს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები.

პრემიერის განმარტებით, ეს უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომ არავის არავითარი კითხვა არ დარჩეს.

„პოლიცია სრულად არის მობილიზებული, რომ არავითარი ექსცესი, არავითარი პროვოკაცია არ მოხდეს. ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ მოსალოდნელია გარკვეული პროვოკაცია სხვადასხვა ადგილზე, უბანზე, მაგრამ ჩვენ სრულ მობილიზებას ვაცხადებთ, პოლიცია იქნება სრულად მობილიზებული და ნებისმიერ პროვოკაციას ადგილზევე აღვკვეთავთ.

ისე რომ, არავის მივცემთ საშუალებას რამე ქაოსი შემოიტანოს არჩევნების დღეს. მშვიდად უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ჩვენს მხარდამჭერებს ყველას მოვუწოდებ, რომ პროვოკაციას ვუპასუხოთ მშვიდად და მშვიდადა დავასრულოთ არჩევნების დღე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში