პირველ ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს

28 სექტემბერი 2021, 10:18 849 ნახვა

1 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 28 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

29-30 სექტემბერს კი მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე დაიკლებს.

 

 

 

 

 

ფოტო: ირინე წუწუნავა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში