ბათუმის შემოვლით გზაზე თოთხმეტი ხიდიდან, 12-ზე ძირითადი კონსტრუქციული ნაწილები უკვე დასრულებულია, ხუთი გვირაბიდან კი სამი გვირაბი უკვე გაჭრილია, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, კვლავ არსებობს გეოლოგიური გამოწვევები, თუმცა სამუშაოების გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ბათუმის განტვირთვისთის, მალე დასრულდება.
ბათუმის შემოვლითი 13-კილომეტრიანი გზის მშენებლობის ფარგლებში შენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის შვიდ დასახლებას. ვიდეომასალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოგვაწოდა.