საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალი" 3:0 დაამარცხა.
43-ე წუთზე ანგარიში აზაროვის გადაცემის შემდეგ ჯიღაურმა გახსნა და ბათუმელებმა პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგეს.
მეორე ნახევარის დაწყებიდან 6 წუთში სხვაობა ორ ბურთიანი გახდა. ფლამარიონმა საგოლე გადაცემა მამუჩაშვილს გაუკეთა.
63-ე წუთზე კი უკვე მამუჩაშვილმა ალთუნაშვილს გაატანინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.
26 მატჩის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამოს" 56 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ თბილისის " დინამოსთან" 5 ქულიანი უპირატესობა აქვს.
შემდეგ ტურში შავიზღვისპირელები 29 სექტემბერს გასვლაზე გორის "დილასთან" ითამაშებენ. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.