საფრანგეთში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას რუსეთის დელეგაცია ვერ დაესწრება დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საფრანგეთი, სადაც მკაცრი კოვიდშეზღუდვები მოქმედებს, რუსულ ვაქცინა "სპუტნიკ ვი-ს" არ აღიარებს, რის გამოც რუსი დეპუტატების გადაადგილება შეიზღუდა.
ამის ნაცვლად რუსეთის დელეგაცია ასამბლეის მუშაობაში დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია სტრასბურგში 2021 წლის 27-30 სექტემბერს გაიმართება.