ნაციონალური მოძრაობის დადგმულ სპექტაკლს უწოდებს ვიდეო ჩანაწერებს საკრებულოს თავმჯდომარე მინდია დიასამიძე და ბრალდებებს უარყოფს. „ქართულ ოცნებაში“ კი მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ხელვაჩაურის 83-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ გადასატან ყუთზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 29 სექტემბერია, მანამდე კი კომისიები სიებს ხელახლა გადაამოწმებენ.