აჭარა ევრონიუსზე

23 სექტემბერი 2021, 12:52 273 ნახვა

ევრონიუსი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სიუჟეტს ამზადებს. გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობს და გადაცემა "ფოკუსი"- თვის რეპორტაჟს აჭარიდან ამზადებს. სიუჟეტში მთავარი აქცენტი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნულ პარკებზე გაკეთდება, შესაბამისად, გადაღებები კინტრიშის, მტირალას, კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აჭარის შესახებ მომზადებული სიუჟეტი ევრონიუსის ეთერში სექტემბრის ბოლოს გავა. მას 9 ენაზე მსოფლიოს 160 ქვეყანაში მილიონობით მაყურებელი იხილავს.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი