გუშინ გაუჩინარებული თვითმფრინავის ნაწილები მაშველებმა რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში აღმოაჩინეს. ავიაკატასტროფის შემდეგ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ნაწილების აღმოჩენის შემდეგ სამაშველო ჯგუფები კატასტროფის ადგილისკენ გაემართნენ. სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ადამიანების ბედი ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 6 ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც რადარებიდან გუშინ გაუჩინარდა.