ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც საყურადღებოა - ეკატერინე ტიკარაძე

22 სექტემბერი 2021, 12:52 610 ნახვა

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც საყურადღებოა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტი არ არის.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც ასევე არის საყურადღებო და ჩვენ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეკომენდაციები იქნება გაცემული საბჭოს მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან იმისათვის, რომ ინფიცირებულთა კლება კვლავ ინტენსიურად გაგრძელდეს. ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი გეგმა ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, თუმცა სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინტენსიური კონსულტაციის ფარგლებში ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გარკვეული კონსულტაციები. საავადმყოფოებში არის სტაბილური მდგომარეობა, ჩვენ არ გვაქვს ადგილების დეფიციტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ვინარჩუნებთ იმ მობილიზაციას, რომელიც გამოცხადებული იყო ამ პერიოდამდე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში