21 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 247 პირი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 976 საიდანაც 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 568. მძიმე პაციენტია 132, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 15 პირი.
996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 281 - აჭარაში.
17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 777 ადამიანი.