დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ პირველ ტურში როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში - თორნიკე რიჟვაძე

20 სექტემბერი 2021, 14:41 611 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. 

თორნიკე რიჟვაძე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი რეგიონში პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„კვლევის შესაბამისად, პირველივე ტურში ვიმარჯვებთ, იმარჯვებს ჩვენი მერობის კანდიდატი, ასევე, ამ შედეგებით, საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილები მყარი უმრავლესობით. ეს კვლევები ასახავს განწყობას როგორც ბათუმში, ასევე მთლიანად რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ პირველ ტურში როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში.

არჩილ ჩიქოვანი ასოცირდება 2008 წლის ომის მონაწილესთან, ვეტერანთან. კირთაძე, ვარშალომიძე - ესენი ასოცირდებიან ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევასთან, იუნკერების საფლავის გაყიდვასთან. მე მგონი, საზოგადოებაში აბსოლუტურად ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული“, - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში