მეგის ქარდავას ექსტრადაცია

17 სექტემბერი 2021, 20:30 1507 ნახვა

უკრაინამ მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა, მის წინააღმდეგ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. ყოფილი მაღალჩინოსანი მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის,  პატიმართა წამების, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და  ე.წ „კასრების“ საქმეებზე.

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილებოდა რამდენიმე სხვა საქმეც, რომლებშიც ასევე ფიგურირებს მეგის ქარდავა. მან საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე დატოვა, 2013 წლის 13 თებერვლიდან კი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა. 2017 წლის პირველ ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ მისი შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი ქარდავა დააკავეს. ამის შემდეგ, ქართული მხარე მის ექსტრადირებას ითხოვდა.

2018 წლის დეკემბერში უკრაინამ მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალა. უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციას“დაჩქარებული” და კიევი-თბილისს შორის “პოლიტიკური შეთანხმების აქტი” უწოდა თავად მსჯავრდებულმა. ქარდავას ადვოკატი ორშაბათს მოინახულებს. პროკურატურამ კი გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც მოყვანილია ყველა ის ბრალდება, რომელიც მას წაყენებული აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი