წყალტუბოში, 420 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები გადაეცა. ღონისძიებას პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.
პრემიერის განცხადებით მთავრობამ 37 მლნ ლარი დახარჯა, აღნიშნული ახალი საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად.
"ეს იყო მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუპასუხეთ და შევუქმენით ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჩვენს იძულებით და დროებით გადაადგილებულ პირებს.
გილოცავთ ახალმოსახლეობას, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი და ოცნება რომ დავბრუნდეთ სახლებში, აფხაზეთში და ცხინვალში, ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი"-განაცხადა პრემიერმა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისინი მუდამ ეცდებიან მეტი ზრუნვა და ყურადღება გამოიჩინონ დევნილი მოსახლეობის მიმართ.
"ამ ეტაპზე ჩვენ მოვახერხეთ იმერეთის და სამეგრელოს რეგიონში მესამე, მეოთხე ხარისხის ნგრევადი ობიექტების დახურვა და დევნილი მოსახლეობის კრიტერიუმების გარეშე განსახლება რაც აუცილებლად გაგრძელდება სხვა რეგიონებში. შედარებით უფრო მსუბუქ მდგომარეობაში ვინც არის იმ დევნილი ოჯახების მიმართაც განსაკუთრებულ ყურადღებას გამოვიჩენთ და ამ პროგრამას შემდეგ წლებშიც გავაგრძელებთ"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.