რეჟისორ ზაზა ხალვაშის სახელობის კინო ჩვენების სივრცე მოეწყობა ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახლ- მუზეუმში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კინოსტუდია აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და ინტერნეტით. პროექტისთვის 300 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების მინისტრთან ერთად გაეცნო. დაათვალიერეს სოფელ გეგელიძეებში საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც.