იაპონიის მთავრობამ 110 ერთეული დეფიბრილატორი და 155 ერთეული ელექტროკარდიოგრაფია აჩუქა საქართველოს. სამედიცინო აღჭურვილობა სასწრაფო დახმარების მანქანებში დამონტაჟდება, რაც როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გააუმჯობესებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელს შეუწყობს კრიტიკული პაციენტების მდგომარეობის სტაბილიზაციას და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგს კლინიკაში მიყვანდამდე.