ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია გაიხსნა

15 სექტემბერი 2021, 13:20 885 ნახვა

ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია გაიხსნა.  გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მადლობა გადაუხადა თურქეთის წარმომადგენელს ვოლქან ბოზქირს, რომელიც 75-ე სხდომას თავმჯდომარეობდა და სიმბოლური ჩაქუჩი გენერალური ასამბლეის ახალ ხელმძღვანელს მალდივების წარმომადგენელს გადასცა. მან ახალი სესიის გახსნისას  განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა კოლექტიური შეშფოთება არა კორონავირუსის  პანდემიის გამო და ის  კლიმატის ცვლილებებს, კატასტროფებს, კონფლიქტებისა და არასტაბილურობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას უკავშირდება.  

სესიაში მონაწილეობას   მიიღებს 83 სახელმწიფოს ლიდერი , 43 მთავრობის ხელმძღვანელი და 23 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში