საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი 

15 სექტემბერი 2021, 10:33 1036 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7.61%, ბოლო შვიდი დღის – 7.32%.

ჩატარდა 32 207 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 341 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 866 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 393, ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 143, გურია - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 251, კახეთი - 338, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 398 საიდანაც: 5 785 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 346, აჭარაში - 661, იმერეთში - 1 047. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 347 პირი, მათ შორის, თბილისში - 537, აჭარაში - 156, იმერეთში - 348. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 24, იმერეთში - 30. 1 318 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 707 - თბილისში, 375 - აჭარაში. 20 295 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 14 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 149 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 692 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი