17 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა. მათ თანადაფინანსების პრინციპით ისარგებლეს. ჯამში „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამით 600-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა.
მომდევნო წლიდან დაფინანსება იზრდება და ნაცვლად 25 000-სა, აღნიშნული კატეგორიის ოჯახები 30 000 ლარით დაფინანსდებიან.წელს პროგრამით გათვალისწინებულია ჯამში 81 სახლის ან ბინის შეძენა.