ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დღეიდან იწყება 

13 სექტემბერი 2021, 10:10 1804 ნახვა

ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით, დღეიდან ლატარია დაიწყება, რომლის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარი იქნება.

ლატარიაში მონაწილეობას იღებენ როგორც 2021 წლის 13 სექტემბრამდე აცრილი მოქალაქეები, ასევე 2021 წლის 13 სექტემბრის შემდგომ აცრილი პირებიც.

ლატარია წლის ბოლომდე ყოველდღიურ რეჟიმში გათამაშდება. ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული გათამაშებაც, ხოლო წლის ბოლოს 100 000 ლარი გათამაშდება.

ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე, 12:00 საათზე, ხოლო ყოველკვირეული, ორშაბათს, ასევე 12:00-ზე.

ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი. 

ლატარიისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა და მასში მონაწილეობას ნებისმიერი მოქალაქე მიიღებს, რომელიც ერთჯერადად მაინც არის აცრილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში