ბარათაშვილის #37-ში გაცემული ძეგლის რეაბილიტაციის ნებართვა დაირღვა

12 სექტემბერი 2021, 20:30 905 ნახვა

ბარათაშვილის #37-ში გაცემული ძეგლის რეაბილიტაციის ნებართვა დაირღვა. განსაზღვრული სამუშაოები ინტერიერის და ექსტერიერის რეაბილიტაციას მოიცავდა, თუმცა ძეგლისგან ახლა მხოლოდ ფასადია დარჩენილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილზე სამუშაოები შეჩერებულია და  შესაძლოა ფიზიკური პირი კანონის შესაბამისად 5 ათასი ლარით დაჯარიმდეს.

ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ. საცხოვრებლის  მეპატრონემ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა, ხოლო პირად საუბარში აღნიშნა, რომ შენობა ავარიული იყო და  რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცნობისთვის, ისტორიული სახლი მე-20 საუკუნეს მიეკუთვნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი