კოვიდ რეგულაციები მსუბუქდება, ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში იკლებს თუმცა კვლავ მაღალია კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა.
ბოლო დღე-ღამეში კოვიდ 19-ით ინფიცირების 1 838 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 39 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით დაღმავალ საფეხურზეა და აქტიური შემთხვევების რაოდენობა განახევრდა. ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ დელტა შტამით ინფიცირების მეოთხე ტალღა ქვეყნისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა და უახლოეს მომავალში არ აქვს მოლოდინი, რომ ვითარება შესაძლოა კვლავ დაიძაბოს.
დადებითი დინამიკის შესანარჩუნებლად კი იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი კონტროლის მექანიზმის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს.