''მანჩესტერმა'' ერთ კვირაში რონალდოს მაისურებით 220 მილიონი ევრო გამოიმუშავა

11 სექტემბერი 2021, 14:18 2111 ნახვა

რონალდოს ახალმა ფორმამ ''მანჩესტერს'' პირველ 12 საათში 38 მილიონი ევრო მოუტანა, 7 დღის შემდეგ კი თანხამ 220 მილიონ ევროს გადააჭარბა.

პორტუგალიელის ინგლისში დაბრუნების შემდეგ ედინსონ კავანიმ რონალდოს 7 ნომერი დაუთმო. რონალდოს მაისურები ამ დროისთვის დეფიციტშია და ყველაზე გაყიდვადი სპორტული ეკიპირებაა.

ლიონელ მესის პარი სენ-ჟერმენის მაისურებმა კი ერთ კვირაში პარიზელებს 121 მილიონი ევრო მოუტანა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში