სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ თურქეთიდან გადაზიდვებზე დამატებითი ნებართვები უკვე მიიღეს, თუმცა შეზღუდული რაოდენობით, ვინაიდან ქართულ მხარეს განსაზღვრული კვოტა უკვე ამოწურული აქვს.
სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია, ხოლო ნებართვების გაცემა შესაბამის ფილიალებში, მათ შორის ბათუმში ხვალიდან დაიწყება. განმარტავენ, რომ პრობლემა გადაზიდვებზე მოთხოვნის გაზრდის გამო შეიქმნა.