გაეროს განცხადება

10 სექტემბერი 2021, 10:05 687 ნახვა

გაერო-ში აცხადებენ, რომ ავღანეთისთვის მილიონობით დოლარი გაყინვა, რათა ეს თანხა არ იყოს ხელმისაწვდომი „თალიბანისთვის“, „მძიმე ეკონომიკურ დაღმასვლას“ გამოიწვევს და შედეგად მილიონობით ავღანელის გაღარიბებას და შიმშილს მოიტანს.

როგორც გაერო-ს სპეციალურმა დესპანმა განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოძებნოს გზა, რათა ავღანეთის „ეკონომიკის და სოციალური სისტემის ჩამოშლა თავიდან აიცილოს“.

ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, რაც დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამჟამად გაყინულია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ასევე შეუზღუდა წვდომა „თალიბანს“ 440 მილიონი დოლარის ოდენობით რეზერვთან.

ასევე რუსეთი და ჩინეთი მოითხოვენ, რომ გაყინული აქტივები კვლავ ხელმისაწვდომი გახდეს ავღანელი ხალხისთვის და ეს თანხები „მუქარისა და შანტაჟისთვის“ არ უნდა გამოიყენონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი