შეკითხვაზე სურს თუ არა ამნისტია შეეხოს,ნიკა მელიამ მოსამართლეს უარით უპასუხა და თქვა, რომ აზრს ვერავინ შეაცვლევინებს. დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 20 ივნისის ამნისტიაზე ბრალდებულს , ამ შემთხვევაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმდჯომარეს სთხოვა პოზიციის დაფიქსირება. მელიას ადვოკატი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი მიიღო მსგავსი სახით, რადგან ამ თემით მანიპულირება სურს.