საქართველოს ბანკი მძევლებმა დატოვეს -  პოლიციასა და თავდამსხმელს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს 

09 სექტემბერი 2021, 17:52 1103 ნახვა

 „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა. ისინი უსაფრთხოდ არიან.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. 

''შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცველებმა დაიწყეს აქტიური მოქმედებები, ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები. ახლაც მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები. გამოძიება დაწყებულია. ეს პირი არის შეიარაღებული, თანხაზეც იყო მოთხოვნა, მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირებაც, ამ დროისთვის დამატებით კითხვებზე ვერ გიპასუხებთ და ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ'' - განაცხადა შსს-ს სტრატეგიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთი კოვზიაშვილმა. 

შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის ფილიალში რამდენიმე საათის წინ შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნიღბიან თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა. 

ყვარელში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში