ხანძარს მაკედონიაში მსხვერპლი მოჰყვაა

09 სექტემბერი 2021, 11:07 678 ნახვა

მსხვერპლი მოჰყვა ხანძარს მაკედონიაში. კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილ საავადმყოფოში ხანძრის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ შესაძლოა გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი პაციენტი იმყოფებოდა კლინიკაში ხანძრის დროს. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა დაახლოებით ერთ საათში შეძლეს.

ვარაუდობენ, რომ ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი