სვანეთში დაკარგული ალპინისტი მამა-შვილის ცხედრები იპოვეს

09 სექტემბერი 2021, 10:10 1366 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

უწყების ცნობით, ცხედრები გადმოსვენებულია მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები.

''112"-ში მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ შევიდა.

მოქალაქეების ინფორმაციით, მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

''შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საძიებო ოპერაციის ფარგლებში, მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში