ხულოში გახარიას პარტია საქართველოსთვის ერთმა მაჟორიტარმა დატოვა. დიოკნისი-რიყეთის თემის მაჟორიტარმა ილია კოჩალიძემ საარჩევნო ოლქს განცხადებით უკვე მიმართა და იგი დაკმაყოფილდა.
მოტივად გახარიას პარტიის უკვე ყოფილი წევრი ოჯახურ პირობებს ასახელებს და აცხადებს, რომ სხვა პარტიას არ უერთდება. იგი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს.
განმარტებები არ გაკეთებულა არც პარტიის ადგილობრივ ოფისში.