განახლებული სამთავრობო გუნდი

27 ნოემბერი 2016, 00:00 3079 ნახვა

110-19-ის წინააღმდეგ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, გუშინ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა განახლებული კაბინეტის წევრების თქმით, მომდევნო 4 წელი წინა 4 წლისგან განსხვევბული იქნება, რადგან აქცენტი სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე კეთდება. მთავრობაში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადური დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა. ეკონომიკის მინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ დაიკავა. ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გახდა. მთავრობის ახალი წევრია ”თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი, ვიქტორ დოლიძე, რომელმაც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ჩაიბარა. მთავრობის შემადგენლობაში აღარ იარსებებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი