საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

06 სექტემბერი 2021, 00:42 1297 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში გასვლაზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დიდი ანგარიშით 4-0 დამარცხდა.

ანგარიში მე-14 წუთზე გაიამ გახსნა და ესპანეთი წინ გავიდა. 25-ე წუთზე ლორენტემ სოლერს გაატანინა.  ტაიმის მიწურულს კი ლორენტემ ფერნან ტორესს გაატანინა და ესპანეთის ნაკრებმა ტაიმი 3-0 მოიგო.
მეორე ნახევარში რამდენიმე შეტევა განახორციელა საქართველოს ნაკრებმა.  

ყველაზე სახიფათოდ კი მიქაუტაძემ შეუტიამ. მისი დარტყმული ბურთი ჯერ სიმონმა მოიგერია შემდეგ კი ხარისხს მოხვდა. 63-ე წუთზე კი ესპანეთის ნაკრებმა კარგი კონტრშეტევა განახორციელა პაბლო სარაბიამ გაიტანა.

4 თამაშის შემდეგ საქართველოს 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო მეხუთე ადგილზე იმყოფება.
საქართველოს ნაკრებს შემდეგი ოფიციალური მატჩი 9 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან ელოდება.

მანამდე კი ამხანაგურ შეხვედრაში გასვლაზე 8 სექტემბერს ბულგარეთს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში