ყველა მუნიციპალიტეტში 100-მდე სარაგბო მოედანის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ქუთაისში „აია არენაზე“ პრემიერ მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 100 მილიონი აშშ დოლარი სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.თავის მხრივ კი რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ მთავრობას წარუდგინა ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რაგბი და გადავიდეს შემდგომ ეტაპზე.