აჭარაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის რეგიონში 157 889 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. მათ შორის მოზრდილი მოსახლეობის 37.3 % ერთი დოზითაა აცრილი, ხოლო ორი დოზით - 20.9%.
სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით გრძელდება აჭარაში პედაგოგებისა და სკოლებში დასაქმებული პირების იმუნიზაციის პროცესიც. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო სექტორში 50%-ზე მეტი ორჯერადად აცრილია. რაც შეეხება მაღალმთიან სოფლებში ვაქცინაციის პროცესს. გამსვლელი ბრიგადების მიერ 14 ლოკაციაზე 460-ზე მეტი დოზა ვაქცინა იქნა ადმინისტრირებული.