ქობულეთში მდინარე აჭყვა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა

03 სექტემბერი 2021, 15:37 1946 ნახვა

ქობულეთში, უხვი ნალექის შედეგად მდინარე აჭყვა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.

წყლის მასამ შეაღწია საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში.

განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა გელაურის დასახლებაში. მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემა ყოველწლიურად აქტიურდება, რადგან მდინარის კალაპოტი  ამორტიზირებული და ვიწროა რის გამოც,  წყლის მასის შეკავებას ვერ ახერხებს.

ადიდებულმა მდინარემ დატბორა სადგურის მიმდებარე ტერიტორია, რის გამოც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად დატბორილია 20-მდე სახლი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში