იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა კიდევ გაიზარდა.
კლინიკაში კოვიდ 19-ით ინფიცირებული 64 პაციენტია. მათგან 7 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ხოლო ერთი ჩვილი ბავშვი მართვით სუნთქვაზეა.
რეანიმაციაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და სტაბილურია.