ხელვაჩაურში, მახო-სიმონეთის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

02 სექტემბერი 2021, 16:43 4135 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად, მახო-სიმონეთის საავტომობილო გზაზე რამდენიმე წუთის წინ მეწყერი გააქტიურდა.

​მიწის მასა საავტომობილო გზაზე ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია.

ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამემნტის მძიმე ტექნიკა.  მათივე ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე წუთში დაიწყება.

ძლიერი წვიმის გამო, ხელვაჩაურში დღეს მეწყრული პროცესები 12 სოფლის მიმართულებით გააქტიურდა. ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილი არც ერთი ოჯახი არ არის.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში