ბათუმში სკოლის ეზოში რამდენიმე ძირი მარიხუანაა დარგული

02 სექტემბერი 2021, 13:06 14077 ნახვა

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ეზოში მარიხუანაა დარგული. კადრები აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო. 

მარიხუანას ძირში სპეციალურად, ხის პატარა ჯოხებიც არის ჩამაგრებული. მიწა დამუშავებულია. 

სკოლასთან იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებმაც ექსპერტიზისთვის ნიმუშები აიღეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 265-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს.

სასწავლო დაწესებულების დირექტორი გამოკითხვაზე იმყოფებოდა. რუსუდან დავითაძის თქმით, ეს შეიძლება სარეველა მცენარე იყოს, ამიტომ ექსპერტიზის შედეგებს დაელოდებიან. 

''სკოლის თანამშრომლები შვებულებიდან გუშინ გამოვიდნენ. დავიწყეთ ეზოს მოწესრიგება. ამინდმა შეგვეშალა  ხელი, თორემ სრულად გაწმენდილი იქნებოდა. წარმოდგენა არ მაქვს საიდან არის. თქვენსავით ასე ვერ ვიტყვი, რომ უეჭველად არის მარიხუანა. ამას ექსპერტია უნდა, რის შემდეგაც გაირკვევა რა არის. ტელევიზია იყო მოსული და თანამშრომელმა დამირეკა, შემდეგ სამართალდამცველებს მივმართე. დარწმუნებული ვარ არ იქნება, მაქ ათასი სარეველა მცენარეა'' - განაცხადა სკოლის დირექტორმა რუსუდან დავითაძემ. 

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან განათლების სამინისტროს თანამშრომლებიც. 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში