თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათში იქნება შესაძლებელი - ირაკლი ღარიბაშვილი 

01 სექტემბერი 2021, 12:03 6641 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ,  თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათში გახდება შესაძლებელი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რიკოთის მონაკვეთზე შენდება 96 ხიდი და 53 გვირაბი.

''ასეთი მასშტაბის და ამ სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა, მეტიც, ეს არის ევროპის მასშტაბით მართლაც გამორჩეული პროექტი, ჯდება 2 მილიარდ ლარზე მეტი და პროექტი სრულად დასრულდება 2024 წელს.

ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბურ სამუშაოებს ყველა მიმართულებით. ყველა რეგიონის მიმართულებით ვიწყებთ ახალი მაგისტრატების მშენებლობას, იქნება ეს კახეთის მაგისტრალი, სამხრეთის მონაკვეთის დასრულება თუ ა.შ. ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ არის შემადგენელი ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი მაგისტრალის, რომელიც იწყება ბრესტიდან და მთავრდება ჩინეთის საზღვრამდე. სწორედ ჩვენი მონაკვეთია უმნიშვნელოვანესი, ეს არის 388-კილომეტრიანი მონაკვეთი.

მოხარული ვართ, რომ აქ დასაქმებული მოქალაქეების 70% ქართველია, ისინი ძალიან დიდ გამოცდილებას იღებენ. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს ძალიან წარმატებული მუშაობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი