ბათუმში ვაქცინაციის ცენტრები ავტობუსებში მოეწყო

01 სექტემბერი 2021, 10:37 1503 ნახვა

დღეიდან ბათუმში მოქალაქეები სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში აიცრებიან.  ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებში მოეწყო, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტალის ამცრელი ბრიგადები იმუშავებენ. 

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრა ''ფაიზერისა'' და ''სინოვაკის'' ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

12:00 საათიდან იმუნიზაციის პროცესი ინასარიძის ქუჩაზე მდებარე, სავაჭრო ცენტრ ,,ვილმარტის", ე.წ. ხოფის ბაზრობის და ე.წ. ოცნების ქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.

ახალი პროექტი ,,ავიცრათ ერთმანეთისთვის" საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი