ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

31 აგვისტო 2021, 20:56 752 ნახვა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ხანძრის ტერიტორიაზე და აქტიურ სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებენ.

"ხანძრის კერის მიმართულებით შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები. მათი გადმოცემით, ხანძარი გავრცელებულია შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე. რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის მიყვანა. მეხანძრე-მაშველებს ფეხით გადაადგილება და ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ქრობა უწევთ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დროისთვის 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები არიან ჩართულნი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც ხანძრის კერებზე უკვე განახორციელა 18 დასხმა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ხანძრის ტერიტორიაზე და აქტიურ სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებენ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში