ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
მათივე ცნობით, სიტუაცია კონტროლირებადია.