უარი ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე

31 აგვისტო 2021, 18:12 1251 ნახვა

საქართველო უარს ამბობს ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერთერთ არგუმენტად  საგარეო ვალის შემცირების სურვილი დაასახელა, რისიც არ სჯერათ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რეალურად ეს არის ევროკავშირის სანქცია. მაგრამ  ეს  რომ  ასე არ აღმქმულიყო,  მთავრობამ  წინსწრებად უარი თქვა მის მიღებაზე.  გარდა ფინანსური ზარალისა,  ქვეყნის რეპუტაციის ზიანის საშიშროებაც  დაინახეს მათ ხელისუფლების გადაწყვეტილებაში. პოლიტიკური ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს იმ შეთანხმებისკენ დაბრუნება, რომლის არშესრულების შემთხვევაში ევროკავშირი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. საუბარია შარლ მიშელის დოკუმენტზე. სწორედ ევროკავშირის პრეზიდენტმა შეახსენა ჩვენს ქვეყანას  რამდენიმე დღის წინ , რომ მაკროფინანსური დახმარების ვადა ახლოვდებოდა,  და რომ,  საჭიროა  საქართველოს მთავრობამ გამოხატოს ერთგულება შეთანხმებაზე.აჭ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი