30 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსი 247 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 748 პირი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 017 საიდანაც: 7 660 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, აჭარაში 1 012. მძიმე პაციენტია 171, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 42 პირი.
2 864 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 293 - თბილისში, 1 026 - აჭარაში. 38 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 2.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 572 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 25 398, პირი, აჭარაში - 6 221.